ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს და ქევხიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"საქართველოს ძიუდოს ფედერაციისთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს, 25 აპრილს ყვარელში დააკავეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს დავით ქევხიშვილს, რომელიც ხასიათდება წესიერ და პატიოსან პიროვნებად. მოვითხოვთ, სამართალდამცველმა ორგანოებმა საქმე განიხილონ სასწრაფოდ და სამართლიანად კანონის ფარგლებში, რადგან მისი დაკავება არის დიდი ფსიქოლიგიური დარტყმა ძიუდოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც ამჟამად ასპარეზობს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე", - ნათქვამია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
ქევხიშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი ამ დროისთვის შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.