კვირიკაშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა
22-02-2016, 23:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი პოტენციალი გააჩნია. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.


საქართველოს პრემიერ მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა.


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოსთან ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობა განავითაროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი