დაზვერვის სამსახურში შტატების ოდენობას პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს
23-02-2016, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები ხორციელდება. ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რაოდენობას, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს.

 


 საკანონმდებლო ცვლილების მომზადების საფუძველი მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაა, რომლითაც დადგინდა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილების, მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე.

 

 

"აღნიშნული ცვლილების შესაბამისად დაიშიფრება: სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილება, მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, რაც გააადვილებს და დაცულს გახდის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს", - აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი