მიხეილ ჯანელიძე ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება
23-02-2016, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 23-26 თებერვალს სამუშაო ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.


ქართული საგარეო უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე შეხვდება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ. მინისტრი შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს.


დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა, საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. მიხეილ ჯანელიძე, ასევე, შეხვდება ბუნდესტაგის ე.წ. 94-იანების კლუბის წევრ დეპუტატებს.


ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან.


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ზაარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აღნიშნული ქალაქებს მერებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს. ესტუმრება ზაარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი