სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. ორმხრივ უვიზო რეჟიმს მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან დააწესებს. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ გააკეთა.
ცნობილია, რომ "ვიზების გამარტივებული წესით გასაცემად" ფსოუზე ახალი "გამშვები პუნქტი" გაიხსნება. მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ე.წ. "აფხაზეთის დამოუკიდებლობა" აღიარეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.