თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა „თელასის“, „ყაზტრანსგაზის“, „აუთდორ.ჯის“, „ალმა+“-ის, „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ წარმომადგენლებთან გამართა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მერია ავრცელებს.
"დავით ნარმანიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მათი საინჟინრო ნაგებობების, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების წევრებს განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად ერთკვირიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშაოების შესრულების მონიტორინგს თბილისის მერია განახორციელებს.
„ძირითადი სამუშაოები მათი მხრიდან შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება წარმოებული, ხოლო სამუშაოების შესრულებასა და ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით სათანადო მითითებები და დავალება ჩემი მხრიდან ზედამხედველობის სამსახურს მიეცა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად შესრულდეს ის სამუშაოები, რაც ქალაქში სხვადასხვა ნაგებობების ვიზუალურ მოწესრიგებას გულისხმობს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონების გამგებლები, რომლებმაც კომპანიების წარმომადგენლებს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი მოგვარებისკენ მოუწოდეს"- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.