თურქეთის ელჩი: თურქეთმა ასოცირებას ხელი 51 წლის წინათ მოაწერა, თუმცა ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ არ არის
25-04-2014, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ელჩის ლევენტ გუმრუკჩუს განცხადებით, თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულებას 1963 წელს მოაწერა ხელი, თუმცა ევროკავშირის წევრი ჯერ კიდევ არ გამხდარა, თუმცა მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.

 


ამის შესახებ ელჩმა გაზეთ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

 


"თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ნახევარი საუკუნის წინ, 1963 წელს მოაწერა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და სიტუაცია ახლა რადიკალურად არის შეცვლილი.

 


რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, უნდა გითხრათ, რომ როგორც ევროპა, ასევე თურქეთიც იზიარებენ იმ აზრს, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ორივე ერთად უფრო ძლიერია, ვიდრე ცალ-ცალკე. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია"- განაცხადა თურქეთის ელჩმა.

 

 

 

 

http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/41669-thurqethis-elchi-thurqethma-asocirebas-kheli-51-tslis-tsin-moatsera-thumca-evrokavshiris-tsevri-jer-kidev-ar-aris.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი