ჩეჩნეთში შექმნილი რეგიონული არმია მხოლოდ რამზან კადიროვს ემორჩილება
23-02-2016, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩეჩნეთში შექმნილი რეგიონული არმია, შესაძლოა, თანამედროვე რუსეთში ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფება იყოს. შეიარაღებული "კადიროველების" რაოდენობა 30 000-ს აღწევს და ისინი ფაქტობრივად, მხოლოდ რამზან კადიროვს ემორჩილებიან. ასეთ ინფორმაციას შეიცავს მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მეგობრის, ილია იაშინის საექსპერტო ანგარიში სახელწოდებით "საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის", რომელიც იაშინმა ნემცოვის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით მოამზადა.

 


გუშინ რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "ნიუ თაიმსმა" ანგარიშის ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ჩეჩნეთის არმიაზეა საუბარი.

 

 

"ფაქტობრივად, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული ფორმირებები არ ექვემდებარებიან ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებს და მხოლოდ ჩეჩნეთის პრეზიდენტისადმი არიან ლოიალური. მხოლოდ ჩეჩნეთში კრემლმა ადგილობრივი დანაყოფების შექმნის ნება დართო, რომლებიც დე-ფაქტო მხოლოდ რესპუბლიკის ლიდერს ემორჩილებიან", - წერს რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი.

 

 

მისი ცნობით, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ჩეჩენი ბოევიკების დანაყოფები იბრძოდნენ, 2014 წლის ნოემბერში კი გაჩნდა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ კადიროვის ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებმა დონბასში ცალკე ჩეჩნური ბატალიონი სახელწოდებით "სიკვდილი" შექმნეს. ამ ბატალიონის მებრძოლები იბრძოდნენ დონეცკის აეროპორტისთვის და ქალაქ ილოვაისკისთვის.

 


საექსპერტო ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში კადიროვის "ბოევიკები" მოსკოვშიც გააქტიურდნენ. რამზან კადიროვის მეგობარი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების დაცვის გარდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ე.წ. "ჩეჩნური განყოფილებას" და კრიმინალურ დაჯგუფებებს ეხმარებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი