საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"ამას გავასაჩივრებ რადგან თუკი სამომავლოდ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, მათ არ ჰქონდეთ საბჭოს შიში. მივმართავ ყველა ინსტანციას სადაც საჭიროა და დავამტკიცებ, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს. ახვლედიანის შეფასებით, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება უკავშირდება გამოცდების პრობლემის გადაფარვასაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.