არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიცის უმაღლეს საბჭოსთან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გამო, შეკითხვები აქვთ. ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების სახლში ახვლედიანთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს.
"ჩნდება შეკითხვა, რატომ არ მოუსმინა საბჭომ მეორე მხარეს. ჩვენთვის საინტერესოა ასევე რა მეთოდოლოგიით შეაფასა საბჭომ ახვლედიანის, როგორც თავმჯდომარის საქმიანობა. რამდენად კომპლექსურად შეისწავლა საბჭომ საკითხი საქართველოს მასშტაბით, ვგულისხმობ, ხომ არ უნდა ველოდოთ სხვა თავმჯდომარეების მიმართაც მსგავს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების" წარმომადგენლის ანა აბაშიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ფაქტია, რომ შერჩევითი მიდგომაა.
"ორი დეტალია მნიშვნელოვანი, ვინ დაიწყო ეს პროცედურები მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ და რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, პროცედურების დაცვის გარეშე. ფაქტია, რომ შერჩევითი მიდგომაა საბჭოს მხრიდან,"- განაცხადა ანა აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.