ფონიჭალაში მოკლული ქალბატონის მეუღლე დაკითხვის დეტალებზე საუბრობს
23-02-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სამართალდამცველებმა რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო?" - ამის შესახებ ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლემ, ოთარ მამფორიამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მამფორიას განმარტებით, მან გუშინ დილით უფროსი ბავშვი სკოლაში წაიყვანა, ხოლო მეუღლე და მეორე მცირეწლოვანი შვილი სახლში, მძინარეები დატოვა.

მამფორიას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს. მისი თქმით, თავდაპირველად ეჭვი იყო, რომ მოხდა ყაჩაღობა, თუმცა მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ ფული სახლშია, ეს ვერსიაც გამოირიცხა.

 

 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვინმეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამფორიებს სახლში თანხა ჰქონდათ, მან უპასუხა, რომ ეს იცოდა ბიძაშვილმა და ასევე მეზობლებმაც.

 

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილები არიან 35 წლის ნინა რომანაძე და მისი 3 წლის გოგონა. ნინა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი