"მთის კანონში" არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, პარტია "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ, დუშეთის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აქცია გამართა.
"მემარცხენე ალიანსმა" საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარების და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ერეკლე ტრიპოლსკის სახელზე პარლამენტის შესაბამის კომიტეტში წერილი შეიტანა და „მთის კანონის“ გარეშე დარჩენილი სოფლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
„მემარცხენე ალიანსი“ მიესალმება პარლამენტის მიერ მიღებულ და ქვეყანაში ამოქმედებულ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონს, რომელიც პარტიის წარმოამდგენეთა განცხადებით, ხელს შეუწყობს მთიან რეგიონებში ინვესტიციების ჩადებასა და მოსახლეობის როგორც დასაქმებას, ასევე მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც იქნება საწინდარი იმისა, რომ შეჩერდება როგორც მთის დაცლის პროცესი, ასევე მოხდება ბარში ჩამოსული მთის მოსახლეობის მამა-პაპისეულ ადგილებში დაბრუნება და მიტოვებული სოფლების გაცოცხლება.
თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, "მემარცხენე ალიანსში" მიიჩნევენ, რომ კანონის სრულად ამოქმედების პირობებშიც კი, დღევანდელი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, მცირეა ის შეღავათები, რაც კანონითაა დაწესებული და აქედან გამომდინარე, ადვილად წარმოსადგენია, თუ რა მძიმე მდგომარეობისათვის არის განწირული იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც მავან ჩინოვნიკთა არაკომპეტენტურობის, უყურადღებობის ან გამიზნული ქმედების შედეგად ამ კანონის მოქმედების არეალს მიღმა აღმოჩნდა.
პარტიაში ამბობენ, რომ 2003 წლიდან მაღალმთიანი სოფლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: საკრამულს, არღუნს, ლაფანაანთკარს, გრემისხევს, ილტოზას, ოძისს, შუახევს, ციხედავსა და ჭილურტს, რომლებსაც კანონის ამოქმედების შემდეგ სრულიად დაუმსახურებლად მოეხსნათ შეღავათები, რამაც იქ მცხოვრებთა სამართლიანი გულისტკივილი და იმედგაცრუება გამოიწვია.
„მემარცხნე ალიანსი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ერთად იმედოვნებს, რომ როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ჩვეული გულისხმიერებით გაეცნობით ზემოთ დასახელებული სოფლების გასაჭირს, ვინაიდან ისინი იდენტურია ს. საკრამულის მოსახლეობის წერილისა და როგორც მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი დასვამთ საკითხს, მათთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ. ამავე დროს, მზად ვართ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, ორგანიზება გავუწიოთ პარლამენტში ზემოთ დასახელებული სოფლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისა და მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრების შეხვედრას“, – ნათქვამია პაატა ჯიბლაძის ტრიპოლსკისადმი გაგზავნილ განცხადებაში.
„მემარცხენე ალიანსი“ მზად არის საქართველოს პარლამენტში ლობირება გაუწიოს „მთის კანონის“ გარეშე დარჩენილ ყველა მაღალმთიანი რეგიონის სოფლების მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.