"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტის შეტანას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.
"კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, ეს იყო "საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ", თუმცა არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და ასევე მაქსიმალურად განკერძოება იმ ქონების, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ან გააჩნია კერძო სექტორს და ეს საკუთრება არ არის შესაბამისად რეგისტრირებული," განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, კანონის შინაარსიც ეს იყო, მაგრამ ვინაიდან ამან წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა, კანონის ამ რედაქციით განხილვა აღარ მოხდება.
"კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მოეხმარება ჩვენს გლეხებს იმაში, რომ დაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული," განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.