საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს წარადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძემ ისაუბრა.
“ჩვენი ბერკეტები არის ის, რომ მუდმივად პოლიტიკური განცხადებებით მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ რეფორმების აუცილებლობაზე და ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უზენაესი სასამართლოს ახალ წევრს. ამ მეთოდებით და კიდევ სხვა მექანიზმებით ჩვენ გავაგრძელებთ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების პროცესს," განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.