საქნახშირის ადმინისტრაცია გაფიცულ მეშახტეებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 23 თებერვლის შეხვედრა, რომელიც „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, დააანონსა, ჯერ არ შემდგარა. ფართომასშტაბიანი მიტინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, კარლო ლომაძის მოედანზე, დღის 12 საათზე დაიწყო. ამის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.
საპროტესტო აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილიც მივიდნენ. მათ სიტყვით მიმართეს გაფიცულებს და მხარდაჭერა გამოუცხადეს სამართლიან მოთხოვნებში.
საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, აქციას ქსნის, ზესტაფონისა და ჭიათურის მუშათა პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტური მოძრაობის წევრები თბილისიდან, შახტაში დამარცხებული, ეტლებში მსხდომი მუშები და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საგაფიცვო კომიტეტის აქტივისტთა თქმით, მიტინგის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით მინდელის სახელობის შახტის ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ადმინისტრაციის პასუხისმგებელ პირებს სათანადო გამოხმაურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.