ირაკლი ოქრუაშვილი: 16 ივნისს, დილით ყველა დარწმუნდება, რომ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებ
25-04-2014, 17:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

16 ივნისს, დილით ყველა დარწმუნდება, რომ ამ ბრძოლას მაინც მოვიგებ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხდა, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილის საჩივარი გორის მერობის კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

 

 

"იურისტები ჰგვანან იმ მეხანძრეებს, რომლებმაც დომინოს თამაში გადაწყვიტეს და ყველამ ერთმანეთის სვლა იცის. მოსამართლეს თავიდანვე ეტყობოდა, საით მიჰყავდა ეს საქმე. იმ ადამიანების გასაგონად ვამბობ, ვინც დღეს საჩივარი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და, ვინც ამ სასამართლო გადაწყვეტილების უკან დგას – ამ ბრძოლას მაინც მოვიგებ, 16 ივნისს, დილით ყველა დარწმუნდება ამაში", – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

 

 


ცოტა ხნის წინათ გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების: "სამართლიანი საქართველოსთვის" და "სახალხო პარტიის" საჩივრების საფუძველზე ბათილად ცნო. ირაკლი ოქრუაშვილი ცესკოს სწორედ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი