გოგი თოფაძესა და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის დაპირისპირებას ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, "რესპუბლიკური პარტია" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საგარეო კურსის ცვლილების საფრთხედ აფასებს, რაც მიუღებელია.
"უბრალოდ აღმაშფოთებელია მათი "გონორი", როდესაც ისინი თავიანთ ბედს აკავშირებენ ქვეყნის გეოპოლიტიკურ არჩევანთან, რომ ეს ბრძოლაა დასავლური ღირებულებების წინაღმდეგ. დავიღალეთ რა, ჯერ იყო მიშა სააკაშვილმა, თუ მე არ ვიქნები ორიენტაციას შეიცვლის ქვეყანაო, მაგრამ არ შეიცვალა. მერე იყო "თავისუფალი დემოკრატები" გამოვარდნენ და თუ ჩვენ არ ვიქნებით მინისტრები საფრთხეა, რომ ორიენტაცია შეიცვალოსო. ახლა "რესპუბლიკელებმა" ზუსტად იგივე თამაში დაიწყეს. არ არიან ისინი ამ პროცესის გარანტები, ეს არის სახელმწიფოს არჩევანი და არ დგას თინა ხიდაშელის მხრებზე, არ არის ახლა ის ატლანტი, რომ მის მხრებზე იდგეს ეს ყველაფერი. რასაც სხვას საყვედურობდნენ, ზუსტად იმ პოზიციაში დგას ახლა "რესპუბლიკური პარტია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.