საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადეს.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ დეპუტატებს და გერმანიას სქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
ქართული საგარეო უწყების ინფორმაციით, ბუნდესტაგის წევრები თვლიან, რომ საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაც მრავალმხრივ რეფორმებში გამოიხატება და გერმანია მზად არის კვლავაც დაეხმაროს საქართველოს ცალკეულ სფეროში პროგრესის მიღწევის გზაზე. „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს ერთობლივი ძალისხმევით. ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე რეფორმა, რომელიც განხორციელდა, მათ შორის იუსტიციის სფეროს მიმართულებით და ამაში მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევა გასწიეს. ასევე უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა და რეფორმები, როგორც ეკონომიკური ასევე განათლების მიმართულებით. ამ ცვლილებებითა და რეფორმებით საქართველოს ევროპული ინტეგრაცია სავსებით რეალურია“ - განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა ქრისტიან დემოკრატიული პარტიიდან თომას ფაისტმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელის აქსელ ფიშერის თმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია დაეხმაროს საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით „ჩვენთვის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაქსიმალურად დავაახლოვოთ ევროპასთან. მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მნიშვნელოვანია, რომ საშუალება გვქონდა შევხვედროდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ქართველ კოლეგებთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე რაც საქართველოს გააჩნია და ასევე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. მჯერა, რომ საქართველო ევროპისკენ დგამს წარმატებულ ნაბიჯებს და ეს ყველაფერი შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს“- განაცხადა ფიშერმა.
გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტს და ბუნდესტაგის წვერებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, რაც ემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. როგორც მინისტრმა აღნიშნა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ წარმატებით მოახდინა, პროცესის ტექნიკური დასრულების შემდგომ კი შეთანხმება სრულად შევა ძალაში. მისივე განცხადებით უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ერთად დაიწყებს ასოცირების ახალ დღის წესრიგზე მუშაობას, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ კონკრეტულ პრიორიტეტებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და ორიენტირებული იქნება ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოებასა და სექტორული თანამშრომლობის განვითარებაზე.
საქართველოს საგარეო საქმე მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საქმეში და აღნიშნა რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის უმთავრესი საკითხი ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.