საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრისას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საუბარი შეეხო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ დაგეგმილია პროექტების განხორციელება ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ენერგეტიკა და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შონ ოსალივანს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის.
სამუშაო საუზმეს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში და მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ" - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.