"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ ხადური საზოგადოებაში პოპულარული არ არის და ყველაზე მეტი კრიტიკა მასზე მოდის, ის კარგი მინისტრია და მისი "ქართუ ბიჭით" ჩანაცვლება არაადეკვატური ნაბიჯი იქნება. ცისკარიშვილმა ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსს" მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.
"ხადურს რას უშვრებიან, არ გვეუბნებიან? ნათქვამია, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, მაგრამ ხადურის მჯობნი ბევრი არ მეგულება. მით უმეტეს, როდესაც "ქართუს" ერთ კადრს ატრიალებენ ერთი მინისტრის სავარძლიდან მეორეზე. თუ ვაჟკაცები არიან, დასვან ხადური ახალ კანდიდატთან ერთად პირდაპირ ეთერში და მთელ საზოგადოებას გააგებინონ, ვინ ვინ არის. დარწმუნებული ვარ ამაზე ახალი კანდიდატი უარს იტყვის. ქუმსიშვილი მხოლოდ "ქართუს" ბიჭია და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან ის ვერ მოვა ვერც ინტელექტით და ვერც ცოდნით. არ მინდა სხვის ომში ბრძენი ვიყო", - მიიჩნევს ცისკარიშვილი, და დასძენს თუ ასეთი ცვლილებები მოხდება, იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რომლებმაც ასეთი ცვლილებები ჩაიფიქრეს და განახორციელეს, ისევე როგორც უნდა განისაზღვროს ახალი კადრების ადეკვატურობა ახალ თანამდებობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.