[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ნევადას შტატში ადვილად გაიმარჯვა და რესპუბლიკური პარტიის სხვა კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობით ლიდერობს. მილიარდერ ტრამპს ახლა სამი ერთმანეთზე მიყოლებით გამარჯვება აქვს მოპოვებული, მას შემდეგ რაც ნიუ ჰამპშირის და სამხრეთ კაროლაინას პრაიმერებშიც გაიმარჯვა.
სენატორები მარკო რუბიო და თედ კრუზი მე-2 ადგილისთვის იბრძვიან.
ტრამპმა შედეგების გამოცხადებსი შემდეგ თავის მხარდამჭერებს განუცხადა: "ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ქვეყანაში და მალე მთელი ქვეყანა დაიწყებს გამარჯვებას, გამარჯვებას, გამარჯვებას."
რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს, გამარჯვება ნევადაში ჰილარი ქლინტონმა მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.