6 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომის" წინააღმდეგ მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე ცოცხალი ჯაჭვის გაბმას გეგმავს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა.
რატიანი თვლის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობა და კერძოდ, კახა კალაძე "გაზპრომისა" და მაშასადამე რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ლობირებენ და ეს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ ხდება. "ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ოჯახების ხარჯზე გამდიდრდეს კონკრეტული ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი - რუსი ოლიგარქი, ის არის აქციონერი. ჩვენ მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ დავუშვებთ და გვექნება აქცია, რომელიც გაიმართება 6 მარტს", - განაცხადა რატიანმა.
"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრების გამართავს გეგმავს. "კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე იქნება ცოცხალი ჯაჭვი, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, შეხვედრებს საზოგადოებასთან, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს საქართველოსა და თითოეული ჩვენი ოჯახის ინტერესების დასაცავად", - განაცხადა სერგო რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.