თბილისში კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ
24-02-2016, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა განაცხადა.


"დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები გააჩნია. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და რეალურად სარგებლობენ არა მარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ მერიის სხვა სოციალური პროგრამებითაც" , - განაცხადა ჩივიაშვილმა და დაამატა, კომუნალური ვაუჩერები წლების განმავლობაში თბილისის იმ მოქალაქეებს ერიცხებოდათ, რომლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ.


მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან სოციალურად დაუცველები შეუძლიათ, რომ მიიღონ მონაწილეობა სოციალურად დაცველთა ბაზაში. "თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია, ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად იქნება გადანაწილებული," განაცხადა ჩივიაშვილმა.


დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბერში თბილისის მოსახლეობა კომუნალურ ვაუჩერს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში კომუნალური სუბსიდიის მუხლი 13, 5 მილიონი ლარით მცირდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი