ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი გადაჭრით არ პასუხობს, აღდგება თუ არა 2008 წლის შემდეგ ისრაელსა და საქართველოს შორის შეწყვეტილი სამხედრო თანამშრომლობა და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით დაწყებული დიალოგი გაგრძელდება.
"ოთხი თვის წინათ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ვიზიტად ისრაელში და გაიმართა დიალოგი ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება და, რამდენადაც ყველა სხვა ასპექტში მიმდინარეობს ურთიერთობის გაძლიერება, შესაძლებელია ვნახოთ გაძლიერება ამ სფეროშიც. ასევე, დიალოგი ეხებოდა კონტრტერორიზმის საკითხებსაც და თანამშრომლობას ამ სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობის გაძლიერება ყველა სფეროში არის დიდი დამსახურება პრემიერ-მინისტრების და ზოგადად, ხელისუფლების, როგორც საქართველოს, ისე ისრაელის მხრიდანაც", – განაცხადა საარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.