თუ ღარიბაშვილს ვინმე დარჩა, მათგან გაწმენდენ ამ მთავრობას, ფასადური მთავრობის შიგნით ფასადური ცვლილებები პრობლემებს ვერ მოაგვარებს - ირმა ნადირაშვილი
24-02-2016, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ "თუ ღარიბაშვილს ვინმე დარჩა, მათგან გაწმენდენ ამ მთავრობას".


"მე ვთვლი, რომ ეს არის ფასადური მთავრობა და ფასადური მთავრობა როგორ ფასადურ ცვლილებებს განახორციელებს, ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი. ამ ქვეყანაში ცვლილება უნდა შეეხოს ერთ ადამიანს და ეს არის ბიძინა ივანიშვლი, რომელმაც მთელი მთავრობა თავის მოსამსახურედ გადააქცია. ხელისუფლება დღეს მუშაობს არა ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ იმაზე, თუ როგორ ამოთხაროს ბიძინა ივანიშვილმა ხეები და შეიქმნას დამატებითი კომფორტი",- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.


ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ნოდარ ხადური იქნება თუ დიმიტრი ქუმსიშვილი. "სანამ არაფორმალური მმართველობა არ დასრულდება, პერსონების ცვლილებას მნიშვნელობა არ ექნება. რა თქმა უნდა, თუ ღარიბაშვილს ვინმე დარჩა, მათგან გაწმენდენ ამ მთავრობას, რადგან ეს არაფერს ნიშნავს. ფასადური მთავრობის შიგნით ფასადური ცვლილებები ამ ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს," განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი