გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
24-02-2016, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

 

"ჩემთვის პატივია გამოვხატო ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

 


მოხარული ვარ კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესტონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

 

 

ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების ერთიანი ძალისხმევით, ისტორიული კავშირი და ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების სასარგებლოდ.

 

 

ვსარგებლობ რა შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საკითხში.

 

 

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები და ვუსურვო მეგობარ ესტონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ნათქვამი მილოცვაში, რომელსაც პრეზიდენტის პრეს-სმსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი