დიმიტრი ქუმსიშვილი: თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ საქართველოდან ექსპორტი
24-02-2016, 07:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ საქართველოდან ექსპორტი,- განცხადება ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში თავის კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

"საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში სტამბოლში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკებები გამართა თურქ კოლეგასთან, მუსტაფა ელიტაშთან. შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარღმავების საკითხები, მათ შორის ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით იმსჯელეს.

 


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც ის შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ქართულ ექსპორტს თურქულ ბაზარზე გააჩნია.

 


,,დღეს თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და აშკარად ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავზარდოთ საქართველოდან ექსპორტი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს ექსპორტის პოტენციალი. ეს არის ცოცხალი ხორცი და ცოცხალი პირუტყვი, ასევე ჩაი და ღვინო, თაფლი და მინერალური წყლები, რა თქმა უნდა, ის მინერალური ნედლეული, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქ ჩვენ გვაქვს სატარიფო ბარიერები - თურქეთის მხრიდან საკმაოდ მაღალია ტარიფები და შესაბამისად, ჩვენ ვითხოვეთ აღნიშნული ტარიფების გადახედვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ტექნიკურ ბარიერებზე და ამ ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრაზე, რაზეც მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება. მე დავპატიჟე ჩემი კოლეგა საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გადახედვა თურქეთთან, რომელიც საბოლოო ჯამში, სასარგებლო გახდება როგორც ქართული, ისე თურქული მხარისთვის,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიისა (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში.

 


დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების წახალისებისკენ.

 


ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც თურქეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
25 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტირება განახორციელონ საქართველოს სხვადასხვა სექტორებში"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი