ირაკლი ღლონტი: საქმე გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული კადრის "ქართული ოცნებისთვის" მისაღები პერსონით ჩანაცვლების მცდელობასთან
24-02-2016, 13:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქმე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული კადრის ქართული ოცნებისთვის მისაღები პერსონით ჩანაცვლების მცდელობასთან," ასე ეხმაურება "რეფორმატორების" თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებას.

 

 

ირაკლი ღლონტი მიიჩნევს, რომ ახვლედიანის მიმართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული ქმედება უკანონოა და წარმოადგენს ანგარიშსწორების შენიღბულ ფორმას, რაც მთლიანობაში იწვევს სასამართლოს ავრორიტეტის დაკნინებას. "რეფორმატორები" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

 

"მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის და სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოადგენს და ის არავითარ კავშირში არაა სამართლებრივ დავასთან. ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული კადრის ქართული ოცნებისთვის მისაღები პერსონით ჩანაცვლების მცდელობასთან. ზემოაღნიშნულის გარდა, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე წლის წინ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, საიდანაც ირკვეოდა, რომ უშიშროების (სუსი) თანამშრომლები ცდილობდნენ მამუკა ახვლედიანის შესახებ ცნობების შეგროვებას, სასამართლოს მოხელის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარის გზით. საზოგადოებისთვის დღემდე ბუნდოვანია აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული მოქმედებები. აშკარაა, რომ ხელისუფლების მიზანი, განეხორციელებინათ მამუკა ახვლედიანის კომპრომატირება, ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, რის გამოც ხელისუფლებამ მიმართა განსხვავებულ ტაქტიკას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეშვეობით, მამუკა ახვლედიანი ჩამოაშორეს სამოსამართლო თანამდებობას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესს, სადაც ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ გარემოებაზე: იუსტიციის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ახვლედიანს არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ის გაათავისუფლეს, როგორც მენეჯერი, რომელიც ჯეროვნად ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს. თუ ეს არგუმენტი რეალურია მაშინ, იუსტიციის საბჭომ უნდა ახნას მიზეზი, რის საფუძველზე იქნა ახვლედიანი გათავისუფლებული სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

 

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად დისციპლინური ზემოქმდების ღონისძიებას წარმოადგენს სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც უნდა დაექვემდებაროს შესაბამის წესს - პროცედურას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ამგვარად, აშკარაა რომ მამუკა ახვლედიანის მიმართ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული ქმედება უკანონოა და წარმოადგენს ანგარიშსწორების შენიღბულ ფორმას, რაც მთლიანობაში იწვევს სასამართლოს ავრორიტეტის დაკნინებას." - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი