პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
24-02-2016, 23:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რიტა ბ. და 1968 წელს დაბადებული ვუკარ კ. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ."


გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი