ნოდარ ჯავახიშვილი: მთის სტატუსის მინიჭებაზე 800 მეტრზე ქვევით არანაირ კრიტერიუმებს არ განვიხილავთ, რადგან ვთვლით, რომ ეს არ არის მთა
25-02-2016, 00:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბული მთის შესახებ ახალ კანონს არ ექვემდებარება, რადგან ზღვის დონიდან 800 მეტრზე დაბლა მდებარეობს, აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და დაამატა, რომ ამის მიუხედავად სახელმწიფოს რისი შესაძლებლობაც ექნება მათ დასახმარებლად, უნდა დაეხმაროს.


"ძალიან მსიამოვნებს, რომ ფინანსთა სამინისტრო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. შარშან, მთის განვითარების საბჭოზე მეც ვთქვი,რომ მთის განსაზღვრა უნდა გვქონდეს და იმის შესაბამისად უნდა იმოქმედოს მთის კანონმა. უამრავი გაჭირვებული სოფლები თუ დასახლებული პუნქტები გვყავს და იმათ სხვა პროგრამით უნდა დავეხმაროთ.



საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც ტყიბულის მაჟორიტარიც ესწრებოდა, რომ მთის სტატუსის მინიჭებაზე 800 მეტრზე ქვევით არანაირ კრიტერიუმებს არ განვიხილავთ, რადგან ვთვლით, რომ ეს არ არის მთა. თუმცა, რა საკვირიველია, შეიძლება მთა არ იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობაა, ჩვენი დასახლებული პუნქტები და რისი შესაძლებლობაც გვექნება მათ დასახმარებლად, უნდა გავაკეთოთ, მაგრამ არა მთის კანონის მეშვეობით," აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.



ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ტყიბულელი მეშახტეები საგადასახადო შეღავათებით ისევ ისარგებლებენ.

კომენტარები: 1
#1   დალი კაკაურიძე
      
კოჯორი ზღვის დონიდან 1200მ-ზეა, თუ ვრცელდება მთის კანონი?
25 თებერვალი 2016 03:05
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი