იან კელი: ახლა შემდგომი ამოცანაა, რომ საქართველომ საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს
25-02-2016, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ "რეზონანთან" ინტერვიუში აცხადებს.


მისი თქმით, 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.


"ახლა შემდგომი ამოცანაა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს", - აცხადებს კელი და განაგრძობს:


"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული მისია აკისრია თავისუფალ მედიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ხალხს ექნება ობიექტური ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რაც მაქსიმალურად გამოხატავს მის ინტერესებს. ჩვენი მისია ამ პროცესში არის ის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები," აცხადებს კელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი