ედუარდ აღასარიანი: 2016 წელს ახალქალაქში საავტომობილო გზების მოსაწესრიგებლად მილიონობით ლარი დაიხარჯება
25-02-2016, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, წყლის გაყვანილობის მოწესრიგება და ცენტრალური სტადიონის გარემონტება - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცოტა ხანში დაიწყება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.

 

 

აღასარიანის თქმით, მიმდინარე წლის პრიორიტეტად კვლავ სოფლის მეურნეობა რჩება. „წელს, ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს ოთხი ძირითადი მიმართულება. ვიწყებთ მუშაობას ახალქალაქი-ბავრას საავტომობილო გზაზე, რომლის სიგრძეც 1 132 მეტრია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 1 მლნ 32 000 ლარი. ამ პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოების მოასფალტება. ახალქალაქში წელს, ასევე ვგეგმავთ 14 ქუჩის რეაბილიტაციას, მათი საერთო სიგრძე 2 286 მ-ია, საამისოდ უკვე გამოყოფილია 1 მლნ 553 000 ლარი. აღნიშნული პროექტები დაიწყება ცოტა ხანში და დასრულდება ზუსტად 100 დღეში. ვიწყებთ მუშაობას წყლის გაყვანილობაზე, ჯამში გასაკეთებელია 7 648 მ და გამოყოფილია 176 000 ლარი.

 

 

დაგეგმილია ასევე ახალქალაქის ცენტრალური სტადიონის გარემონტება, საამისოდ 100 000 ლარი უკვე გამოიყო. აქვე მინდა დავამატო, რომ აღნიშნული პროექტები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან. წელს, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული ისევ და ისევ სოფლის მეურნეობაა. სახნავი ბარათების 70% უკვე დარიგებულია, ვაუჩერების დარჩენილ ნაწილს კი უახლოეს დღეებში დავარიგებთ“ - აღნიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროექტების გარდა, გამგეობა 2016 წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებითაც განახორციელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი