ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები დღეს მოგვიანებით შეხვედრას გამართავენ და საიმიგრაციო პოლიტიკის კრიზისთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ამის შესახებ BBC წერს.
ავსტრიამ და ბალკანეთის ერებმა გადაწყვიტეს გაამკაცრონ საიმიგრაციო პოლიტიკა და შეზღუდონ მიგრანტთა რაოდენობა. ამასობაში უნგრეთმა ამ საკითხზე - მიიღონ უნდა თუ არა მიგრანტების სავალდებულო ოდენობა - რეფერენდუმი გამოაცხადა.
წლევანდელი მონაცემებით, ევროპამდე უკვე 100 000-სზე მეტმა მიგრანტმა მიაღწია.
ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები გაეცნობიან იმ გეგმებს, რომელიც ავსტრიამ და ბალკანეთის 8 ქვეყანამ შეიმუშავა, და რომელიც მათ ქვეყნებში შემსვლელებს ავალდებულებს თითების ანაბეჭდის პროცედურების გავლას და ნებისმიერ პირს, რომელსაც პასპორტი ან ყალბი დოკუმენტაცია ექნება საზღვრებიდან უკან გააბრუნებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.