დავით სერგეენკო: აღარ მახსოვს მერამდენე მოწოდებაა, რომ ომბუდსმენმა უფრო ღრმად ჩაიხედოს პროცესებში
25-02-2016, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ, მე აღარ მახსოვს ეს უკვე მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად და დეტალურად ჩაიხედოს პროცესებში" - ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ომბუდსმენის განცხადებას ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებით.

 

 

"სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების ან სხვა რაიმე სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც შარშან შეიკრიბა და გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია.

 

 

ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად მინაწილეობს ამ პროცესში. ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დადგენილი ნორმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანები", - განაცხადა სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი