კობა კობახიძე 2012 წლის შემდეგ აქტიურად იყენებს ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
"არანაირი ნათესაური კავშირი ჩემსა და კობა კობახიძეს შორის არ არის. არის გვარი, რომელიც გვაერთიანებს. ალბათ ყველას გვყავს გვარში ადამიანები, რომლებიც შეიძლება მთლად ღირსეულები არ იყვნენ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს ადამიანი "ქართულ ოცნებაში" მუშაობდა, შემდეგ გაუჩნდა სურვილი და ამბიცია, რომ რაღაც თანამდებობაზე დანიშნულიყო - ეს იყო პროკურორის პოზიცია თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, ის კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, აქტიურის იყო კომიტეტის სხდომებზე და რაღაც სკანდალივითაც მოაწყო. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ამ თანამდებობაზე. იმის გამო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ასეთი თანამდებობა ვერ შესთავაზა, არის განაწყენებული. იმის გამო, რომ რაღაც სამსახური ვერ მიიღო იმ პოლიტიკური აქტიურობის და საადვოკატო საქმიანობის გამო, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" ახორციელდებდა 2012 წელს, არის ნაწყენი. 2012 წლის შემდეგ აქტიურად იყენებს პირადად ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში იმისთვის, რომ სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და მოატყუებულები არიან.
თუ ის თავის კლიენტებს სთავაზობდა გარკვეული სახის მომსახურებას და ამ დროს იყენებდა ჩემს სახელსა და გვარს, რომ რაღაც იურიდიული შედეგი დადგებოდა თითქოსდა ჩემი დახმარებით, შეწყალებულები იქნებოდნენ ეს თუ სხვა პირები, ეს ადამიანები არიან მსხვერპლნი და ალბათ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, იყენებდა თუ არა აქტიურად კობა კობახიძე ჩემს პოზიციას, ჩემს მდგომარეობას მის ე.წ. საადვოკატო საქმიანობაში, იყო თუ არა ბოროტად გამოყენებული ჩვენი საერთო გვარი", - განმარტა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.