ჯეიმს აპატურაი: ნატო-ს სურს რომ ნათლად აღიაროს საქართველოს კონტრიბუცია
04-06-2014, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი იმის განხილვას იწყებს, თუ როგორ დააფასოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

 


"მალე დავიწყებთ პოლიტიკურ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვიზამთ უელსის სამიტზე. მე ვერ ვიტყვი რა მოხდება და ვერც იმას ვიტყვი, რომ იმავე სამიტზე დასრულდება ეს დისკუსია. გვინდა, რომ ნათლად ვაღიაროთ საქართველოს კონტრიბუცია და გვინდა ვაღიაროთ, რომ მართლა წაიწიეთ წინ კონკრეტულ საკითხებში" - აცხადებს აპატურაი.

 


ის საქართველოში გატარებული რეფორმებიდან საარჩევნო და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს გამოყოფს.

 

 

ამასთან, ბრიუსელში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მინისტერიალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ, უკრაინელ, დანიელ, ბელგიელ და თურქ კოლეგებთან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი