გიორგი აბაშიშვილი: ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზეზს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღოს
25-02-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არსებულ ვითარებაში - პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზეზს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღოს" - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

 

 


"დღეს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს და საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს ეწურება პრეზიდენტობის ვადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ქვეყნის პირველი პირის დავალებით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ეროვნული ბანკის საბჭო ყოფილიყო სრულად დაკომპლექტებული. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საბჭოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან წარდგენილი ყოფილიყო კობა გვენეტაძის კანდიდატურა. პარლამენტის ორმა კომიტეტმა მას უკვე დაუჭირა მხარ" - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ეროვნული ბანკის საბჭოში მის შემცვლელად პრეზიდენტმა პარლამენტს სწორედ კობა გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი