საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე იმედს იტოვებს, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად იქნება ჩართული, როგორც ეს თავად ყოფილმა პრემიერ მინისტრმა განაცხადა. იგი ივანიშვილთან შეხვედრის მოლოდინშია და აცხადებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დაწყებას აგვიანებს. ამის შესახებ ნიშნიანიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
„მგონია, რომ საარჩევნო კამპანია აქამდეც უნდა დაგვეწყო. არჩევნებამდე დიდი დრო დარჩენილი არ არის. სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის საარჩევნო კამპანია დაწყებული უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, ამ თემაზე პარტიაში რაღაც საუბრები არის, მაგრამ უფრო აქტუალური მაშინ გახდება, როდესაც პრემიერს შევხვდებით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა ძალიან შორს არ გადაიწევს. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდება და ჩვენც გარკვეულ ამოცანებს დავსახავთ. ჩემი აზრით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კოალიციის პიარი უნდა იყოს. ბატონ ბიძინას ჯერ კიდევ პირველივე შეხვედრისას ვუთხარი, რომ პიარი აუცილებელია. ეს საკითხი ჩვენთან აბსოლუტურად მიტოვებულია. ისტორიკოსი ვარ და რაღაცები მესმის, თანამედროვე პოლიტიკა ამის გარეშე წარმოუდგენელია.
რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, როგორც თავად თქვა, ის ამ არჩევნებში ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. იმედი მაქვს, რომ მართლაც ასე იქნება, ძალიან დაგვჭირდება.
მასთან შეხვედრა ნამდვილად არ გვქონია და იმედია, შეხვედრაც შედგება და, რა თქმა უნდა, კონკრეტული ამოცანებიც დაისახება," აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.