დავით სერგეენკო: მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მაღაროელებს, აღუდგეთ
25-02-2016, 03:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მაღაროელებს, აღუდგეთ" - განცხადება ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ტყიბულში მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

"პირველ რიგში, საჭიროა მკაფიოდ გაიმიჯნოს ამ მოვლენების შრომითი დავის ნაწილი და რაიმე სხვა შემადგენელი, იქნება ეს პოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულება თუ სხვა. განვითარებული მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ დომინანტია შრომითი დავა, ასევე მოიცავს სხვა აქტივობებსაც, როგორიც არის წლის დასაწყისიდან ძალაში შესული კანონი. ამ კანონის მიხედვითაც, მაღაროელებს გარკვეული საგადასახადო შეღავათები შეიძლება გაუქმებოდათ.

 

 

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა და ჩვენ წარვადგენთ პარლამენტში ამ საკითხს. ეს რა თქმა უნდა, პარლამენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი მთავრობის პოზიციაა, რომ ცალსახად შესაძლებელია ის შეღავათები, რაც ჰქონდათ მაღაროელებს, აღუდგეთ. ამით, რეალური და არა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების ფაქტობრივად 360 გრადუსი იხურება და ყველა მონაცემეები გვაქვს გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, რის იმედსაც მე ვიტოვებ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ისეთ საკვანძო საკითხს, რომელზეც არ შეიძლება დიალოგი და მოლაპარაკება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი