პაატა ზაქარეიშვილი: 2008 წელს მსოფლიოს არასაკმარისმა რეაქციამ და იმდროინდელი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამკაცრა ოკუპაციის კონტექსტი
25-02-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2008 წელს მსოფლიოს არასაკმარისმა რეაქციამ და იმდროინდელი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამკაცრა ოკუპაციის კონტექსტი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

 

 

"სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა 25 თებერვალს სხვა ოკუპაცია დაიწყო. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დღეებში მუდმივად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, საქართველოთი დაიწყო 2008 წელს და სწორედ იმ რეაქციებმა, რაც არ იყო საკმარისი მაშინ მსოფლიოდან და იმდროინდელი ხელისუფლების მიერ არასწორმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო გაამკაცრა ოკუპაციის კონტექსტი. ამიტომ მინდა ყველას შევახსენო, პირველ რიგში კი საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ოკუპაციის თემა არის 21-ე საუკუნის გამოწვევა, იგი არ დარჩენილა მე-20 საუკუნეში და ეს პრობლემა საქართველოთი არის გამოკვეთილი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი