მიგვაჩნია, რომ საგადასახადო შეღავათის გაუქმებით შესაძლებელი იყო, ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელისთვის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუარესებულიყო, - ამ მიზეზით ახსნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საგადასახადო შეღავათების აღდგენის გადაწყვეტილება მათთვის, ვინც აღნიშნული შეღავათებით 2016 წლის 1-ელ იანვრამდე სარგებლობდნენ.
"მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული ტიპის ღონისძიებებს, მათ შორის, საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ქალაქი ტყიბული არ არის მაღალმთიან ზონაში, ის არის ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე და შესაბამისად, არ ყოფილა შეყვანილი ახალ ჩამონათვალში. ამავე დროს ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ასეთი შეღავათი არსებობდა 31 დეკემბრის ჩათვლით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს და გააგრძელოს გასული წლის ბოლომდე არსებული საგადასახადო შეღავათის მოქმედება მათთვის, ვისაც ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს შეღავათი გაუუქმდა. საუბარი შეეხება ამ შემთხვევაში არამხოლოდ მაღაროელებს, ვისაც ეს შეღავათი ჰქონდა", - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.