"დაიწყო საარჩევნო წელი და ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით, გვემსჯელა ჩვენს წევრებთან ერთად, თუ სად უნდა იყოს „ეროვნული ფორუმი“ - განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ პორტალ "კვირას" პრეს-კლუბში გააკეთა.
მიროტაძის განმარტებით, პარტია „ეროვნული ფორუმი“ რეგიონში კონფერენციებს ასრულებს. კონფერენციების შემდეგ თბილისში პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც ფარული კენჭისყრით პარტიის პოლიტიკური საბჭო „ფორუმის“ რიგით წევრებთან ერთად გადაწყვეტს, რა გზით წავა პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ეროვნული ფორუმი“ არჩევნებისთვის ემზადება. დღეს ბევრი გამოწვევაა როგორც შიდა, ისე საგარეო ველზე, შესაბამისად, ფორუმი ცდილობს, მისი პროგრამა და სტრატეგია ისეთი იყოს, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული.
2016 წლის არჩევნები მოახლოებულია, ფორუმმა გადაწყვიტა, რომ პარტიის რიგით წევრებს ჰკითხოს, როგორ მოვიქცეთ 2016 წელს, როგორი უნდა იყოს „ეროვნული ფორუმის“ გზა. დაგეგმილია პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელშიც ყველა რეგიონიდან ჩამოსული დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით რაიონულ ორგანიზაციებში.
რეგიონებში დელეგატები ადგილზე კონფერენციებზე ირჩევიან, ისინი ისარგებლებენ იმ მანდატით, რომელსაც თითოეულ რაიონში ჩვენი შემადგენლობა მიანიჭებს. რიგგარეშე ყრილობის მთავარი თემა იქნება ის, თუ რა გზით მიდის „ეროვნული ფორუმი“ 2016 წლის არჩევნებზე. ჩატარდება ფარული კენჭისყრა, „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური საბჭო პარტიის წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
მთავარი არ არის კვოტები, ან ის, ვინ პირველია და ვინ მეორე კოალიციაში, მთავარია, იქნება თუ არა „ეროვნული ფორუმის“ ხედვა თანხვედრაში კოალიციასთან.
„ეროვნულ ფორუმს“ აქვს თავისი ხედვის სრულყოფილი პაკეტი, თუ როგორ წარმოუდგენია ამ ქვეყნის განვითარება. 2012 წელს სხვა მოცემულობა იყო, 2016 წელს არის სხვა მოცემულობა. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ქვეყნისთვის მთავარი ეროვნული ღირებულებები, რომელზე დაყრდნობითაც ვმოქმედებთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი. ეს საკითხი კოალიციაში რაიმე განხეთქილებას არ უკავშირდება- განაცხადა ანი მიროტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.