"ნაციონალურ მოძრაობასაც" და "გირჩსაც" 9 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ მიწის რეფორმა გაეტარებინათ, ეზრუნათ გლეხზე და იმ ნახევარ მილიონ მიწის მესაკუთრეზე, ვისაც დღეს პრობლემა ექმნება" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ პრსკონფერენციაზე განაცხადა.
ცაგარეიშვილის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" მთავრობას მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გატანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"ჩვენს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან გამართული კონსულტაციები ცხადყოფს, რომ მიწის რეგისტრაციის საკითხების მიმართ საჭიროა სისტემური მიდგომა. მოსამზადებელია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც საბოლოოდ მოაწესრიგებს ამ ურთულეს პრობლემას და არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილება, რომელიც წარმოდგენილია კანონის პროექტის ავტორების მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამ თემასთან მიმართებაში არ არის საჭირო პოლიტიკური კეკლუცობა და გასწრობანას თამაში - ვინ ვის მოასწრებს პარლამენტში ალტერნატიული კანონის შეტანას.
ეს პროექტიც დასახვეწია, თუმცა მასზე მსჯელობა ყველაზე ადეკვატურად მიგვაჩნია. ამ პროექტზე დაიხარჯა უზარმაზარი ადამიანური და ფინანსური რესურსი. რატომ მალავს იუსტიციის სამინისტრო ამ პროექტს, გაუგებარია. ახლა მთავარია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ისეთი კანონი, რომელიც, პირველ რიგში, მიწის მფლობელებზე იქნება გათვლილი და არ იქნება მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის მექანიზმი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.