საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიუნტერ კრიხბაუმსა და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგან ჰელმიხს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარო საქმეთ სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, გერმანიის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა. როგორც ევროპის კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ კრიხბაუმმა აღნიშნა ქვეყანამ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე.
„გერმანული მხარე განსაკუთრებით აფასებს თქვენს მიდგომას ევროკავშირის სტანდარტთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ჩვენ საქართველოს მხრიდან ვხედავთ მნიშვნელოვან ძალისხმევას და ხელშესახებ წარმატებას. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს გარანტირებული აქვს ჩვენი და გერმანიის მხარდაჭერა“- აღნიშნა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმდინარეობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. ამის გარდა, მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ დეპუტატებთან საუბრებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს" - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.