სომალის სამხედრო ბაზაზე ალ-შაბაბის თავდასხმას 180 კენიელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
25-02-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 180 კენიელი ჯარისკაცი იქნა მოკლული სომალის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ალ-შაბაბის მიერ განხორციელებული თავდასხმისას გასულ თვეს, - ამის შესახებ სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მუჰამედმა სომალის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.


BBC-ს ცნობით, კენიის არმიამ განაცხადა, რომ მსხვერპლის შესახებ ამგვარი ციფრი სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა სამხრეთ სომალის სამხედრო ბაზაზე ელ-ადზე მოკლული ჯარისკაცების რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა. ისლამურმა სამხედრო დაჯგუფებამ კი განაცხადა, რომ 100 კენიელი სამხედრო პირი მოკლა.


თუ დადასტურდა, რომ 180 ჯარისკაცია მოკლული, ეს ალ-შაბაბის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იქნება მას შემდეგ, რაც ის ერთი ათეული წლის წინათ ჩამოყალიბდა. მისი წინა ყველაზე საშინელი თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ კენიაში, გარისას უნივერსიტეტზე განხორციელდა, როდესაც 148 ადამიანი იქნა მოკლული.  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი