მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპაა და ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო
26-02-2016, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ევროპაა და ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბერლინში სახელმწიფო მართვის სკოლაში - Hertie school of Governance, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ქართული საგარეო უწყების ინფორმაციით, საჯარო გამოსვლაში "საქართველოს ევროპული გზა“ მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა საქართველო მტკიცედ მიიწევს წინ ევროპულ გზაზე. „21-ე საუკუნეში ჩვენ ისევ ვაწყდებით პრობლემებს რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ანექსიას უკავშირდება. საქართველოს ევროპულ გზაზე არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ერთგული ვრჩებით ჩვენი არჩევანის და მივმართავთ ძალისხმევას საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყანად“ - აღნიშნა მინისტრმა.



საჯარო გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე, რაც ქვეყნის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და მრავალი მიმართულებით რეფორმებს ითვალისწინებს. მისი განცხადებით „გზა, რომელსაც საქართველო მიჰყვება და რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არ არის ადვილი პროცესი, თუმცა საქართველოს მოსახლეობა სრულად უჭერს მხარს ამ პროცესს“.

 


მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და DCFTA-ს ამოქმედების შემდგომ საქართველოში გახსნილ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და მის სტრატეგიაზე ცენტრალური აზიის და აღმოსვალეთ რეგიონთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მისი განცხადებით საქართველო ავითარებს საკუთარ, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ პლატფორმას.



ბერლინის მმართველობის სკოლაში საჯარო გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სრული ანექსიისკენ. მინისტრმა ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო თანამეგობრობის დროული და მკვეთრი რეაგირება.



საჯარო გამოსვლის ფარგლებში მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.



ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვია გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოებას DGAP, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა გერმანიის მნიშვნელოვან წვლილზე საქართველოს განვითარების გზაზე. მისი განცხადებით, გერმანიაში კარგად იციან თუ რა გამოწვევებია საქართველოში და მხარში უდგანან ქვეყანას დაძლიოს ისინი და გახდეს "თავისუფალი მსოფლიოს სრულუფლებიანი წევრი".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი