ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ურფათ რუსალოვას საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლალირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები, რის გამოც დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ. დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.