პირს, რომელმაც დედას ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, სასამართლომ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
26-02-2016, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ოჯახური  დანაშაულისათვის ბრალდებული დ.ხ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 
დ. ხ.-ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. საქმის მასალების თანახმად,  ქ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც,  ქალბატონმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, კერძოდ,  ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, მწვავე ჰემატომა შუბლის არეში და გულმკერდის დახურული ტრავმა.
 


ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, დ.ხ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.


 
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ცხრა სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16 და დაცვის 1 მოწმე.


 
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,  გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი