მომავალ კვირას პარლამენტში შევა კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა შეღავათი, რომელიც დღემდე მოქმედებდა ტყიბულის და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე, ძალაში დარჩება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ ტყიბულში გუშინ განვითარებულ მოვლენებს, როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, ის ნამდვილად ვერ მიესალმება გუშინ მომხდარ ინციდენტს. დეპუტატი თვლის, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი არის იმაში, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
"აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წასვლას. ვხედავ, რომ ბევრ საკითხზე არის შეთანხმება. ახლა საჭიროა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რომ არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი," განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.