ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. ამის შესახებ guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა მიზნობრივ პროგრამაში შესულ ცვლილებებზე ისაუბრეს და პროგრამის ფარგლებში განსახორცილელებელი პროცედურები განიხილეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რამდენიმე წელია აქტიურად ხორციელდება, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დაფინანსებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, მიზნობრივი პროგრამით ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 490 696 ლარია გათვალისწინებული" - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.